ქვემო ფონიჭალაში მანქანა სკვერში მოთამაშე ბავშვებს დაეჯახა - ორი მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი

გამოქვეყნდა:

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან ბავშვები, რომლებიც საავტომობილო შემთხვევისას დაშავდნენ. ავარია ქვემო ფონიჭალაში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ეზოში თამაშობდნენ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო,  საჭე ვერ დაიმორჩილა და საბავშვო სკვერში შევარდა.

"ჩვენ კლინიკაში მოყვანილია ორი პაციენტი, ფონიჭალიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, გოგონა 13 წლის და ბიჭი 12 წლის. გოგოს აქვს ქალა ტვინის ტრავმა, აღენიშნება თავზე დიდი ზომის ჭრილობა, თავის ტვინის შერყევა. ხოლო ბიჭს ანალოგიურად ქალა ტვინის მძიმე ტრავმა აქვს, სისხლდენა მარცხენა ყურიდან და მარცხენა ზედა კიდურის რბილის ქსოვილების დიდი ნაფლეთოვანი ჭრილობა. ამჟამად ინტენსიური თერაპიის დაკვირვების ქვეშ არიან და უგრძელდებათ მკურნალობა", - თქვა ექიმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი