

სროლა წყნეთის გზატკეცილზე დღეს, 28 ივლისს,  საღამოს, ე.წ. კაკლების ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებული არავინაა.  ნატყვიარები ეტყობა მერსედესის მარკის ავტომანქანას, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ლერი სულაბერიძეს ეკუთვნის. 
სულაბერიძე პოლიციაშია და გამომძიებლის შეკითხვებს პასუხობს. უცნობია, ვინ გაუხსნა ცეცხლი მის მანქანას.  ავტომობილი ამ დროისათვის ავტოსადგომზეა გადაყვანილი.
ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ სამართალდამცველები.
შსს-მ კი, გამოძიება 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.