არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის მორიგი ფაქტი შიდა ქართლში. რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, რომელსაც ჩვენ შეგნებულად, მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის კაცი დააკავეს.
"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული ინფორმაცია უკვე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.