ჯანდაცვაში, საკოორდინაციოს სხდომაზე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები არ დაუშვეს - საბჭოს წევრები კი ჩუმად შეაპარეს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დაიწყო, თუმცა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში შენობაში იყვნენ, შეხვედრაზე არ დაუშვეს.

სხდომაზე, რომელზეც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტის ჩამოტანის საკითხი წყდება, საბჭოს წევრები უკანა შესასვლელიდან ჩუმად შეიყვანეს.

მანამდე მშობლები მთელი დღე აქციას მართავდნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან. 

მშობლებს პრობლემა წელიწადზე მეტია აქვთ, ამ პერიოდის განმავლობაში მათ არაერთი აქცია გამართეს. წარსულში პროტესტის მონაწილეებს შეხვდა მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, სამინისტროში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ამ საკითხზე უნდა ემუშავა, თუმცა წამალი ქვეყანაში ისევ არაა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი