მასწავლებელი მოსწავლის ცემის გამო სკოლიდან გაუშვეს - ფაქტის ამსახველი ვიდეო თანაკლასელებმა გაავრცელეს

გამოქვეყნდა:

პედაგოგმა მოსწავლეზე იძალადა - შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში მოხდა. მასწავლებლის მიერ ბავშვის ცემის ამსახველი ვიდეო მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. გეოგრაფიის მასწავლებელი სკოლის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა. 

"მოკვლევა დაიწყო და დაასრულა დისციპლინურმა კომიტეტმა და პედაგოგი გათავისუფლდა სკოლიდან. გადაცემულია პოლიციაზე, და ეს უკვე პოლიციის საქმეა [გამოძიება დაიწყება თუ არა] სკოლამ მიმართა პოლიციას", - თქვა ანა ტერმაკოზაშვილმა, გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამ დროისთვის უცნობია დაიწყება თუ არა გამოძიბეა მასწავლებლის წინააღმდეგ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი