გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებასთან კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია. ჟურნალისტებს პოლიცია შემთხვევის ადგილზე მიახლოების უფლებას არ აძლევს, შესაბამისად დამატებითი დეტალები უცნობია. "მთავარის" ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.