თათია სამხარაძემ სავარაუდო ადევნების დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შსს-ს მიმართა

გამოქვეყნდა:

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა გამოძიების დაწყება, თათია სამხარაძის მიმართ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ორგანიზაცია ავრცელებს. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლისა და ჟურნალისტის ქმედებები თათია სამხარაძესთან დაკავშირებით შესაძლოა შეიცავდეს ადევნების დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან შალვა რამიშვილისა და ნათია ბერიძის ყველა ქმედების ერთადერთ მიზანს სავარაუდოდ, წარმოადგენდა თათია სამხარაძისთვის ფსიქიკური ტანჯვის მიყენება და იძულება შეიცვალოს ცხოვრების წესი - შეწყვიტოს შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე საუბარი.

"როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 25 მარტს, ტელეკომპანია ,,პოსტვ“-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძე იმყოფებოდა დავით კეზრაშვილის ცოლისძმის დიმიტრი ჩიქოვანის კუთვნილ ბინაში და შესაძლოა მას აღკვეთილი ჰქონოდა თავისუფლება, რის გამოც ,,პოსტვ-ის“ ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ მიმართა პოლიციას. ,,პოსტვ“-ის ჟურნალისტები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას თათია სამხარაძისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების თაობაზე და ცდილობდნენ მის დისკრედიტაციას. ამასთან ერთად, ჟურნალისტები რამდენიმე დღის განმავლობაში მორიგეობდნენ თათია სამხარაძის სახლთან და ცდილობდნენ მის გადაღებას. 25 მარტის ინციდენტს წინ უსწრებდა თათია სამხარაძის მიერ 20 მარტს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტის გამოქვეყნება, სადაც იგი საუბრობდა შალვა რამიშვილის მხრიდან ქალების სექსუალურ შევიწროვებაზე. თათია სამხარაძის მიერ პოსტის გამოქვეყნების შემდგომ არაერთმა ქალმა გაავრცელა სხვადასხვა დროს შალვა რამიშვილის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროვების თაობაზე ინფორმაცია. შედეგად, მომდევნო დღეებში კი ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი პირდაპირ ეთერში საუბრობდა თათია სამხარაძის შესახებ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უთითებდა, რომ უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იყო ორკესტრირებული და თათია სამხარაძემ ამ ცილისმწამებლური კამპანიისთვის აიღო ფული დავით კეზერაშვილისგან",- ნათქვამია განცხადებაში. 

ორგანიზაშიაში აცხადებენ, რომ გამოვლენილი ქმედებები, წარმოადგენს ქალზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას, რაც თავისთავად საჭიროებს გამოძიებას და მომხდარისთვის რელევანტური სამართლებრივი შეფასების მიცემას. 

განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი