სქესობრივ დანაშაულში მხილებული კაცი კატასტროფის ჯგუფმა ხაშურის საავადმყოფოდან თბილისში, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანა.
როგორც "მთავარს" ბრალდებულის ადვომატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 63 წლის კაცს გულის შეტევის ნიშნები აქვს.
შეგახსენებთ, 63 წლის კაცი 15 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს. თავად ბრალდებული დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს.
იხილეთ ასევე: