სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ 63 წლის კაცი ისევ შეუძლოდ გახდა - ის კლინიკაში გადაჰყავთ

გამოქვეყნდა:

63 წლის კაცი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული იზოლატორიდან ისევ კლინიკაში გადაჰყავთ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიციაა მობილიზებული. 

კაცი სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა. მას გულის შეტევისა და ჰიპერტონიის ნიშნები აქვს. აღკვეთ ღონისძიებაზე ბრალდებულის გარეშე იმსჯელებენ. 

კაცი ცუდად გახდა გუშინაც, მან გონება დაკარგა და კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატი ამბობს, რომ საქმე ე.წ. ოქროს მოწმის შურისძიებასთან გვაქვს და მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. 

შეგახსენებთ,  63 წლის კაცი 15 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს. თავად ბრალდებული დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი