პატიმრობა შეეფარდა 63 წლის კაცს, რომელსაც 15 წლის გოგოსთან სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებიან

გამოქვეყნდა:

63 წლის კაცი, რომელსაც არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე საავადმყოფოს პალატაში იმსჯელა, რადგან პროცესის დაწყებამდე დაკავებული ცუდად გახდა.

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ სავარაუდო მსხვერპლი 15 წლის სპეციალური საჭიროების მქონე გოგოა, რომელმაც გამოძიებას ჩვენება მისცა. ასევე სქესობრივ დანაშაულში 63 წლის კაცს ამხელს მეზობელი ქალი, რომელიც გამოძიების "ოქროს მოწმეა".

"ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. [...] ბრალდებულმა ჩაიდინა წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ, უმწეო მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა ქმედებები", - თქვა პროკურორმა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა დააფიქსირა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და მოსამართლეს უთხრა, რომ ე.წ. ოქროს მოწმესთან მას წარსულში ჰქონდა კონფლიქტი და ის დაჭერით ემუქრებოდა. 

"არის არასრულწლოვანი გოგონას ჩვენება, რომელიც არის ანალოგიური, მოწმის ჩვენებისა, წერტილ მძიმეთი ანალოგიური", - ამბობს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, 63 წლის კაცი 15 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს. თავად ბრალდებული დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი