სასტუმრო "ამბასადორი" ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

სასტუმრო "ამბასადორი" ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. წერს, რომ ცეცხლი შენობის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

"დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი.

სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება.

მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია", - წერია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი