ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ორი კაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარ არხს" განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.მომხდარზე ერთი პირი დააკავეს.