ამბასადორში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირს ბრალი წარედგინა - პროკურატურის განცხადება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში", ბრალდებულმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა.

პროკურატურა განცხადებაში აღნიშნავს, რომ იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი