გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში გასულ წელს მომხდარი მკვლელობის გამო დაკავებულის ოჯახი საქმის განმხილველ მოსამართლეს უპირისპირდება.
საუბარია მკვლელობაზე, რომელიც კარდენახში 2022 წლის 8 მარტს მოხდა. მოკლული კი 32 წლის კაცია. 20 წლის ბექა ნადირაშვილი კი სასჯელს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით იხდის.
დაკავებული ბექა ნადირაშვილის დედა ამბობს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ უკანონო განაჩენი გამოიტანა და მისი შვილი 11 წლითა და 6 თვით საპატიმროში გამოკეტა, მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით, ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილის დაჯახებით არ გარდაცვლილა, რაზეც პროკურატურა ნადირაშვილს სდებდა ბრალს.
"დაველოდე 9 თვე ექსპერტებს, ვიცოდი,მ რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. ხმას არ ვიღებდი. ჩამთავრდა, ექსპერტებმა ილაპარაკეს - მანქანა საერთოდ არ არის მიკარებული. არც გვამს დაუდგინდა, არც მანქნაზე, არანაირი, არც ტანსაცმელის ცკი მოვითხოვე. ბავში რომ დაიჭირეს არაფერი იცოდა, თუ ვინმე კოკვდა, გაგებაშიც არ იყო",- ამბობს მარიამ კვაცაშვილი, დაკავებულის დედა.
ადვოკატის თქმით, მოსამართლე თამარ კაპანაძე თითქმის 4 თვეა დასაბუთებულ განაჩენს ვერ წერს.
"ექსპერტი წერს, რომ ავტომობილს არ აქვს ადამიანთან შეხების კვალი, დაზიანებები არ ჰქონია გვამს. დასკვნა იყო, რომ ღვიძლიდან ჩაიღვარა სისხლი და იმით გარდაიცვალა. 2022 წლის 6 დეკემბერს რომ გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი ბოლო და მიუსაჯა 11 წელი და 6 თვე, ვერ გავიგეთ იმის შემდეგ რა იგულისხმა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნოიბით მიიღო ეს გადაწყვეტილრბა",- ამბობს ლოლა ტუსაშვილი, დაკავებულის ადვოკატი.
რაც შეეხება მოკლულის ოჯახს, ვალერი სიბოშვილის და, ნონა სიბოშვილი ამბობს, რომ მკვლელობის ინციდენტს დედა თავად შეესწრო და ნახა როგორ მოუკლეს შვილი.
"თამაზი, რომელიც მის გვერდით იყო ამბობს, რომ უბრალოდ მივედით რატომ ჩხუბობდნენო, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათო. ამ თამაზის ოჯახის წევრებმა გაიგონეს ხმა და შეიყვანეს სახლში, ჩემი ძმა შერჩა მკვლელებს. უგონო მდგომარეობაში ჩააგდეს ძირს დააგდეს და ურტყეს [ბექა ნადირაშვილი] რა თქმა უნდა იღებდა მონაწილეობას, ავტომობილი დააჯახა, როდესაც უკანდაბრუნდა მეორედ." - ამბობს მოკლულის და.
აღსანიშნავია, რომ მკვლელობაზე დაკავებულის ოჯახმა თებერვლის თქვეში თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს უჩივლა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა. ადვოკატმა კი პირველის ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ავტორი: ია გულიაშვილი