"მთელი აპარატი ჩართული ვართ ლაზარე გრიგორიადისის ყველა უფლების დაცვაში" | იოსელიანი

გამოქვეყნდა:

"მთელი აპარატი ჩართული ვართ ლაზარე გრიგორიადისის ყველა უფლების დაცვაში" - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საუბრობს.

ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით გავაჟღერეთ. სახალხო დამცველის, ჩვენი წარმომადგენელი მივიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში , გაეცნო მისი განთავსების პირობებს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საქმეზე მონიტორინგს ჩვენი მანდატის ფარლებში, რაც დაკავშირებულია მისი საპროცესო უფლებების და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის საკითხი, - ამბობს იოსელიანი. 

კითხვაზე, სწორია თუ არა დღეს მისი პატიმრობა, იოსელიანი პასუხობს: "მე ბრალდების საკითხში არ შევალ. ეს სცდება ამ შემთხვევაში ჩემს მანდატს, მაგრამ ნამდვილად, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ჩვენ, მთელი აპარატი, ჩართული ვართ მისი ყველა უფლების დაცვაში, რაც ამ შემთხვევაში უკავშირდება მის დაკავებას, მის აქციაზე ყოფნას, მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნას და ა.შ."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი