ლაზარე გრიგორიადისის დასახმარებლად ჯამში 28 000 ლარი შეგროვდა

გამოქვეყნდა:

ლაზარე გრიგორიადისისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად ჯამში 28 000 ლარი შეგროვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აქტივისტი სალომე ბარკერი ავრცელებს და ამბობს, რომ თანხის უდიდესი ნაწილით საადვოკატო ხარჯები დაიფარება, დანარჩენს კი ლაზარეს ბაბუა საჭიროებისამებრ გამოიყენებს. 

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების მონაწილეა. ის 29 მარტს დააკავეს.

"ესე იგი, შევაჯამოთ - ლაზარესთვის 28,000 ლარი მოგროვდა ამ შაბათ-კვირას! აქედან თანხის უდიდესი ნაწილი წავა საადვოკაციო ხარჯებში, დანარჩენს კი, ბაბუა რაშიც გადაწყვეტს, იმაში მოახმარს ლაზარეს.

ჩარიცხულიდან ერთჯერადად ყველაზე მცირე იყო 1₾, ყველაზე მეტი კი 500₾ და ასევე 1000$ რომელიც ემიგრანტებმა შეაგროვეს და ერთად გამოგზავნეს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ასობით თქვენგანმა ჩარიცხეთ და ასე გამოხატეთ მხარდაჭერა, რისთვისაც უდიდესი მადლობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ლაზარე მარტო არ დატოვეთ, მეორე რიგში იმიტომ, რომ ამდენი ადამიანი მენდობით უპირობოდ. თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ.

ვპოსტავ გადარიცხვის სქრინებს, ფეიფალის გარდა (რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება) ყველაფერი გადარიცხულია ლაზარეს ბაბუასთან. ძალიან მიხარია, რომ ასე ერთსულოვნად შეგვიძლია ერთმანეთის მხარში დგომა და ჩემი აზრით ყველას გელოდებით პირველ მაისს სასამართლოს ეზოში, ლაზარეს მხარდასაჭერად.

პ.ს. In your face ქოცების მდაბიო პროპაგანდა!", - წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. 

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის აქტივისტის წინააღმდეგ "ოცნება" დისკრედიტაციულ განცხადებებს აკეთებს: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი