ამ ადამიანს აქვს ყველანაირი ორიენტაცია არეული და ეს არის რეალობა - კობახიძე დაკავებულ 21 წლის ბიჭზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს, რომ  21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც,შსს-ს მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, "ყველანაირი ორიენტაცია" არეული აქვს.

კობახიძემ თქვა, რომ ის "უცხოელი აგენტების ინტერესების კარნახით" მოქმედებდა. მისივე განცხადებით, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს ხელმძღვანელი, ნინო გიგაური უცხოელი აგენტები არიან.

"მე ვთქვი, რომ ამ ადამიანს აქვს ყველანაირი ორიენტაცია არეული და ეს არის რეალობა, ეს არის რეალობა, ბევრ რამეს ვგულისხმობ, ყველანაირი ორიენტაცია აქვს ამ ადამიანს არეული და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი, როგორ სარგებლობენ და რატომ სარგებლობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ ყველანაირი ორიენტაცია არეული", - თქვა კობახიძემ.

გრიგორიადის დაკავების შესახებ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი". ასევე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის "დროას" წევრი იყო. 

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. მისი სასამართლო დღეს გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი