13 წლის გოგოსთან სექსუალურ კავშირში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს | 25 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

25 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალი 13 წლის გოგოსთან სექსუალურ კავშირში ედება, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. საქმის პროკურორის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი დანაშაულის ორ ეპიზოდზე ედება.

"ბრალდებულს ბრალად ედება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ჩადენა. მას ბრალად ედება დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენა, 2022 წლის ივნისის ფაქტზე არის საუბარი და ასევე 2023 წლის მარტის ეპიზოდთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვანისთვის დანიშნული იქნება სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც ამ ეტაპზე არ არის. თუმცა, გამოძიება გრძელდება და მოგვიანებით, რა თქმა უნდა, აღნიშნული მტკიცებულებაც მოპოვებული იქნება შესაბამის ვადაში", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის კაცი 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დღეს დააკავეს. დაკავებული გოგონას ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მასზე სისტემატურად ძალადობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი