გახმაურებული მკვლელობა გორში | "მთავარის" ინფორმაციით, ვანო ღვინიაშვილის სახლში პოლიციაა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში პოლიციაა მობილიზებული. მარაბდელის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"მთავარის" ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ვანო ღვინიაშვილის სახლში მიმდინარეობს, რომელიც გორში მომხდარ გახმაურებული მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. 

სწორედ ვანო ღვინიაშვილია ის პირი, რომელსაც გორელმა ბიზნესმენმა თანმხლებ პირთან ერთად ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის დროს ირაკლი კობერიძე დაიღუპა ხოლო ღვინიაშვილი მძიმედ დაიჭრა, ის კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გაწერეს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 28 თებერვალს ახალგაზრდა ბიზნესმენმა სადგურის დასახლებაში ერთი კაცი მოკლა, მეორე კი დაჭრა. გამოძიების ვერსიით, მან შური იძია, რადგან კობერიძე და ღვინიაშვილი მამედოვთან ერთად ფულს სძალავდნენ და ავტოსერვით უფასოდ სარგებლობას ითხოვდნენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი