ფიზიკური დაპირისპირება საოკუპაციო ხაზთან - ბერშუეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპირისპირება საოკუპაციო ხაზთან - სოფელ ბერშუეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე ეხება ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რომელშიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივები ფიგურირებენ. 

შსს-ში აცხადებენ, დაკავებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. 

2 პირი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. 

დანაშაული 4- დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, 

ხოლო 2 პირი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით  რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის,  პოლიციელის,  კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს 

დანაშაული ჯარიმას, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი