აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე ამბობს, რომ ის სანქციების შესახებ ინფორმირებული არ არის. მისივე თქმით, მისივე თქმით, ის "სახელმწიფო სამსახურში" არ მუშაობს.
"პირველად მესმის ახლა და ნამდვილად არ ვიცი. არ ვიცი, მე არ მომისმენია და წარმოდგენა არ მაქვს, მე არ ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში არსად", - განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა 4 ქართველ მოსამართლეს, მათ შორის თავად ვალერიან ცერცვაძეს, სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა.