დავა გვარებს შორის - დუისში ქავთარაშვილების სახლი ჩაცხრილეს

გამოქვეყნდა:

სროლა პანკისში - გვიან ღამით სოფელ დუისში ქავთარაშვილების სახლი დაცხრილეს. რა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტში და რა გახდა თავდასხმის მიზეზი?

28 ივლისი, ღამის 12 საათი - მურად ქავთარაშვილი თბილისიდან სოფელ დუისში ჩადის. საცხოვრებელ სახლს უახლოვდება და სწორედ ამ დროს, მისი მიმართულებით მიზანმიმართული ისვრიან. თავდასხმელი შემთხვევის ადგილს ტოვებს. მურად ქავთარაშვილმა თავის გადარჩენა შეძლო. ნასროლმა ტყვიებმა ფანჯრის მინები ჩაამსხვრია, ნატყვიარები აქვს სახლის, კარსა და ფანჯრებს. ამ დროს სახლში მურადის ოჯახის წევრები და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მალევე გამოჩნდნენ სამართალდამცავები, რომლებიც მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ.

ქავთარაშვილების ოჯახი ფიქრობს, რომ თავდამსხმელს შურისძიება ამოძრავებდა. მომხდარიდან ინციდენტს მუთოშვილებთან დაპირისპირებას უკავშირებენ, რომელიც 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარ მკვლელობას ეხება, რა დროსაც 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. მაშინ მურად ქავთარაშვილი იქ იყო და ფეხში დაიჭრა. საქმეზე ორი პირია დაკავებული. ერთ-ერთი ბრალდებული მურადის ძმისშვილია. სწორედ ამ ეჭვის გამო, სოფელ დუისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცავებმა გუშინ, გვიან ღამით დაკითხვაზე წაიყვანეს ვისო მუთოშვილი.

ვისო მუთოშვილთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ახმეტის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა მისი ოთხი ნათესავიც. მუთოშვილების ოჯახი მურად ქავთარაშვილის თავდასხმაში მონაწილებას უარყოფს. არ გამორიცხავენ, რომ ეს ინციდენტი თავად მურადის მოწყობილი ყოფილიყო. 

პანკისელები ამბობენ, რომ ამ ორ გვარს შორის დაპირისპირება და დაძაბული ურთიერთობა დღემდე გრძელდება. ხეობაში ქავთარაშვილებსა და მუთოშვილების შერიგება  რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. 

უკავშირდება თუ არა მომხდარი შურისძიებას, ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება 151-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარისა და იარაღის შეძენა-შენახვასა და ტარებას უკავშირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი