საელჩოს ჰქონდა ყოველთვის მცდელობა გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა - თქვა მოსამართლე ლევან მურუსიძიემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და აღნიშნა, რომ პირადად მასთან მიდიოდნენ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები და კონკრეტულ დირექტივებს აძლევდნენ.
მურუსიძის მტკიცებით, მას შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვს და "საჭიროების შემთხვევაში" გამოაქვეყნებს.
"ჩემთან პირადად წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათთვის სასურველი იქნებოდა ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, პირდაპირ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, ეს კონკრეტული ჩარევები როცა ხდებოდა ამერიკის საელჩოს მხრიდან, ამასაც საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ნახავს",- თქვა სანქცირებულმა მურუსიძემ.
მურუსიძე ამბობს, რომ თავად კელი დეგნანი დადიოდა სასამართლოში, ხვდებოდა მოსამართლეებს, რათა გავლენები მოეხდინა მოსამართლეებზე, რათა ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო დაპირისპირება სისტემაში.
იხილეთ ასევე: