აშშ-ის საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, დედამიწის ზურგზე ვერავინ დაამტკიცებს, რომ კორუფციას აქვს ადგილი - მურუსიძე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის მიერ კორუფციის გამო სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე ამბობს, რომ შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება.

მურუსიძე ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. 

"შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება. ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ და ეუბნებიან სასამართლო კორპუსს, როგორც ქალბატონი კელი დეგნანი იძახდა, რომ ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მრავალ გადაწყვეტილებაზე, მოსამართლეს ეუბნებიან შემდეგს: ან მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენთვის არის მისაღები, ან ისე მოგექცევით, როგორც ვექცევით ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლევან მურუსიძეს.  ვერაფრით ვიფიქრებდი იმას, რომ რეალურად კორუფციის გამოწვეული ბრალდებით, რომელზეც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, და ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ დაამტკიცებს, რომ კორუფციას აქვს ადგილი, აქედან გამომდინარე, რჩება ის, რომ მართლმსაჯულების მიტაცება. 

ქალბატონმა ელჩმა ბრძანა, რომ მართლმსაჯულება არ არისო ღამე განხორციელებული ზარები და ქრთამის მიცემაო. მოსამართლე გამოვიდა ფაქტობრივად, ადრე მეფისნაცვალი იყო ჩვენთან. თუ ქალბატონმა ელჩმა იცის, რომ ღამის ზარებს ახორციელებს ლევან მურუსიძე, მისმენენ ე.ი. ტელეფონზე. ამიტომ მე ვთხოვ ქალბატონ ელჩს თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ მე ღამის ზარებს ვახორციელებ, გამოაქვეყნოს",- ამბობს მურუსიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი