
რუსთავის მოსახლეობა იუსტიციის მინისტრს უპირისპირდება. ამბობენ, რომ საცხოვრებელ სახლებთან რამდენიმე მეტრში პენიტენციური დაწესებულების აშენების გადაწყვეტილება თეა წულუკიანის უწყებამ ისე მიიღო, რომ მოსახლეობა საქმის კურსში არ ჩაუყენებია. ტერიტორია, სადაც ციხე უნდა აშენდეს უკვე შემოღობილია, ღობეს და საცხოვრებელ კორპუსებს შორის დაშორება დაახლოებით 15 მეტრია. ადგილობრივები პენიტენციური დაწესებულების აშენების გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ჭყონდიდელის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ციხის დასახლებულ ტერიტორიაზე აშენების შემდეგ, მათი უსაფრთხოება დაცული აღარ იქნება. გარდა ამისა, ისინი დასახლების განვითარების პერსპექტივების დაკარგვის საშიშროებაზე მიუთითებენ. მოსახლეობა ციხის ნაცვლად რეკრეაციული და გასართობი ზონების მოწყობას ითხოვს. ფიქრობენ, რომ ქალაქის განვითარებას ეს უფრო შეუწყობს ხელს.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნაოტრი, დავით კირკიტაძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ აინტერესებს რუსთაველი ხალხის ინტერესი. "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ მას შემდეგ, რაც ხელისფულება შეიცვლება, მათი ყველა გადაწყვეტილება მოსახლეობასთან იქნება შეთანხმებული.
ციხის აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გაიამრათა. იუსიტიციის სამინისტრო კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.