ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ - დედაქალაქის ცენტრში შეიარაღებული ანგარიშსწორებიდან თითქმის 12 საათზე მეტი გავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი დაპირისპირებაში მონაწილე პირები ამ დრომდე არ დაუკავებია.
პარალელირად ჟვანიას #10-შიმიმდინარეობს თვითმხილვეველბის გამოკითხვა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დაასურათეს ავტომობილი, რომელსაც შეიარაღებული თავდასხმის დროს ერთ-ერთი პირი მართავდა. ამოღებულია კამერის ჩანაწერებიც.
გომელაურის უწყებამ გამოძიება ჯგუფური ხულიგნობისა და იარაღის უკანონო გამოყენების მუხლით დაიწყო. ჟვანიას ქუჩაზე, იქ სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ, არაერთი სათვალთვალო კამერაა, თუმცა გომელაურის უწყება ამ დრომდე იმასაც ვერ ამბობს ჰყავთ თუ არა იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავეები. ამ დრომდე უცნობია ისიც, არიან თუ არა დაშავებულები თავდასხმის შედეგად.
შეგახსენებთ, რომ 10-მდე ახალგაზრდა გუშინ ერთმანეთს ვაკეში ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი შელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ქუჩის სათვალთვალო კამერების წინ უცნობი პირები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანს,რომ დაპირიპისრებული ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომობილსაც აჯახებდნენ.
ამავე თემაზე: