კოვიდ 19-ით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი ე.წ. საბურათალოს კლასტერიდან იყო

გამოქვეყნდა:

გუშინ, 29 ივლისს, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი ე.წ. საბურათალოს კლასტერიდან იყო. კოვიდ 19-ზე მისი ოჯახის წევრებსაც მკურნალობდნენ, თუმცა ისინი უკვე გაწერილები არიან. გარდაცვლილი 79 წლის ქალია. იგი თვეზე მეტხანს იწვა მცხეთის სამედიცინო ცენტრში. პაციენტს ვირუსის გარდა, თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობა გაართულა. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ლიკა მუმლაძის თქმით, 13 ივნისს კლინიკაში იგი მიოკარდიუმის ინფარქტის და კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით გადაიყვანეს. 

დღეისთვის საქართველოში ბოლო 24 საათის მონაცემები ასეთია :

  • კორონავირუსით ინიფიცრებულია - 1155 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 929;
  • გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6489; 
  • სტაციონარული მკურნალობის ქვეშ - 337, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ ჩამოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 მილიონს გადააჭარბა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი