ჭავჭავაძის გამზირზე საზ.ტრანსპორტის მძღოლები მოძრაობის წესების სწავლას იწყებენ

გამოქვეყნდა:

მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებას სწავლობენ და ერკვევიან, როგორ უნდა გადაადგილდნენ ცენტრალურ ქუჩაზე. ამ მიზეზით გუშინ, 29 ივლისის ღამის 12:00 საათზე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტა.

მოძრაობა ღამის 12:00-დან დილის 4:00 საათამდე ვარაზის ხევიდან, წერეთელი - თამარაშვილის ქუჩებამდე შეიზღუდა. დროის ამ მონაკვეთში ჩაკეტილ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ახალი წესების დაცვით ივარჯიშებენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ჭავჭავაძეზე მოძრაობა პირველ აგვისტოს აღდგება. მანამდე კი მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტით გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

აღნიშნულის შესახებ განკარგულება თბილისის მერმა კახი კალაძემ თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გასცა. კახა კალაძემ დღეს ისიც თქვა, რომ თბილისის მერია, ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, ხშირად იღებს კომპლიმენტებს ქუსლიანი ფეხსაცმლით მოსიარულე ქალებისგან. 

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის 30 მაისს დაიწყო. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად სამი თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა რეაბილიტაცია 1 წელზე მეტი გაგრძელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი