"საზოგადოებასაც აინტერესებს რას ეყრდნობა ეს გადაწყვეტილება"- საკონსტიტუციოს თავმჯდომარე მოსამართლეების დასანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ კომენტარი გააკეთა. იგი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არის რამდენიმე სარჩელი რომელიც ეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, ასევე მოსამართლეების დანიშვნის წესსა და მათი საქმიანობის შესახებ საკითხებს. აქედან გამომდინარე, იგი ამბობს, რომ შეფასებას ვერ გააკეთებს.

მისივე თქმით, კონკრეტული მტკიცებულებები აინტერესებს როგორც მოსამართლეებს, ასევე, საზოგადოებას. ის იმედს გამოთქვამს, რომ ქართულ მხარეს ექნება კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან და ბევრ რამეს მოეფინება ნათელი.

მისი თქმით, ჟურნალისტური გამოძიება არის საინტერესო, თუმცა სამართლებრივი სახელმწიფო მოითხოვს გამოძიებისა და სასამართლოს მიერ დადებულ დასკვნებს. 

"სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაჟღერდა საჯაროდ, შესაბამისად, ბევრი კომენტარიც გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ელჩი ამბობს, რომ ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად არის გაკეთებული. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა არა მარტო კონკრეტულ მოსამართლეებს, არამედ საზოგადოებასაც აინტერესებს ღია თუ დახურული ინფორმაცია და წყაროები, რომელსაც ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა",- ამბობს ტურავა

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველი მოსამართლეს: მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე დაასანქცირა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა,  პარალელურად, აშშ-ში შესვლა მათი ოჯახის წევრებსაც აეკრძალათ.  

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი