უკვე მე-13 დღეა, რაც სვანეთში დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის ძებნა გრძელდება. სამუშაოები ამჯერად უკვე ენგურის გასწვრივ და მდინარის განშტოებებზე კატორღებით მიმდინარეობს.

13 წლის ილია ფილფანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან 18 ივლისს დაიკარგა. სამძებრო სამუშაოები სვანეთის გარდა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც მიმდინარეობს.

მოზარდის გაუჩინარებაზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.

სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის იანვრიდან ამ დრომდე ეძებენ 20 ადამიანს, მათ შორის სამი არასრუწლოვანია. 8 გაუჩინარებული კი გარდაცვლილი იპოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი