მოსამართლე ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ისიც ფიქრობს, ხომ არ მიმართოს ამერიკის სასამართლოს სარჩელით მისი დასანქცირების გამო. მისივე თქმით, ჯერ გარკვეულ პროცედურებში გარკვევა სჭირდება.
მურუსიძე ისევ იმეორებს, რომ კორუფციის შესახებ ბრალდება, რის გამოც დასანქცირდა, აბსურდია.
"მე მივესალმები ირაკლი შენგელიას პოზიციას ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთან მიმართებაში აბსურდია კორუფციული ბრალდებების წამოყენება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ის სასამართლოში. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება გარკვეულ პროცედურებში გარკვევა და ჩახედვა და მერწმუნეთ რა, რომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ... ირაკლიმ ხომ გადაწყვიტა, მე ვფიქრობ მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ პირველი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ რეალურად რაც ხდება ახლა ჩვენთან მიმართებაში და ზოგადად სასამართლო სისტემაში, ეს არის პირდაპირ თავდასხმა მართლმსაჯულების სისტემაზე", - თქვა მურუსიძემ.
იხილეთ: