შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თაღლითობის ფაქტზე 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა.
უწყების ცნობით, საერთო ჯამში, კ.თ.-მ, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თაღლითურად მიითვისა მოქლაქეების კუთვნილი 23 900 აშშ დოლარი და 2 600 ევრო.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.