თბილისის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, გარე ვაჭრობის მფარველობისთვის, მოქალაქეს 1000 ლარი გამოართვა.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.