თუ აღმოჩნდება დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება და გაჩნდება შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება - ანანია გაჩეჩილაძე გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ანანია გაჩეჩილაძე გამოკითხეს. საქმე ეხება სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას. "ქართული ოცნების" პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის მამხილებელი აუდიო ჩანაწერები გაჩეჩილაძემ 2 კვირის წინ გაასაჯაროვა.

გაჩეჩილაძემ გამოძიების დაწყება არ გამორიცხა:

"გამომძიებელი ქალი იყო საკმარისად ემპათიური და ასე ვთქვათ ორიენტირებული ჩემი ინტერესების დაცვისკენ და გამომდინარე იმ გამოკითხვის შინაარსიდან, რაც მე მივაწოდე შსს-ს, თუ აღმოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძიება. შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება აუცილებლად გაჩნდება, თუ დადგინდება სისხლის სამართლის ნიშნები ამ ჩვენ ურთიერთობის ფარგლებში" - განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა ანანია გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი 2018 წლით თარიღდება და ის POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს. ჩანაწერი 2 საათს გრძელდება - სექსუალური ხასიათის ვერბალური ძალადობის შემდეგ, ისმის როგორ უახლოვდება შალვა რამიშვილი გოგონას, გვერდით უჯდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს.

ანანია გაჩეჩილაძე ამ საუბრის დროს 22 წლისაა, შალვა რამიშვილი კი 47 წლის. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი