რაგბის კავშირის პრეზიდენტის გადადგომის მიზეზი ორშაბათს გახდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზზე ჯერჯერობით არ საუბრობს. კომენტარს არ აკეთებენ არც რაგბის კავშირში. როგორც გაირკვა, ორშაბათს უნდა შეიკრიბოს რაგბის კავშირის გამგეობა, რომელსაც აწ უკვე გადამდგარი პრეზიდენტი მიმართავს. კომენტარები მედიისთვის მხოლოდ შემდეგ გაკეთდება. 

სვანიძე ადასტურებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი არ იქნება, არჩევნებში, რომელიც სავარაუდოდ ნოემბერში გაიმართება, მონაწილეობას მაინც მიიღებს. არჩევნებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ორი რეგისტრირებული კანდიდატი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე. 

ირაკლი აბუსერიძე მიიჩნევს, რომ სვანიძეს გადადგომის გადაწყვეტილება აქამდე უნდა მიეღო. 

ამ ოთხი წლის პერიოდში ქართულმა რაგბმა რა რეგრესიც განიცადა, მე ვთვლი, რომ მე რომ ვყოფილიყავი, მე მანამდე გადავდგამდი ამ ნაბიჯს. როცა ხარ სათავეში და ყველა შენი წინააღმდეგია, აქამდე უნდა გადადგე ნაბიჯი, რომ ქართული რაგბი, ეს თემი, არ უნდა გაყო და არ უნდა გახლიჩო. როცა ყველა გიპირისპირდება, ესე იგი, რაღაც პრობლემაა, - ამბობს აბუსერიძე. 

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ბაჩო ხურციძეც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ელოდა. 

ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, განმუხტავს დაძაბულობას, რაც იყო რაგბში, ზოგადად, ძალიან არ მომწონს ეს ცუდი აჟიოტაჟი რაგბის გარშემო, არა მარტო არჩევნების გამო, იმიტომ, რომ არ ეკუთვნის ქართულ რაგბს ეს აჟიოტაჟი, იმიტომ, რომ ქართულ რაგბს და მორაგბეებს დიდი დამსახურება აქვთ ამ ქვეყნის წინაშე, - ამბობს ხურციძე. 

მისი თქმით, სიტუაციის განმუხტვის გარდა, საარჩევნოდ თანაბარი გარემო შეიქმნა. 

შეგახსენებთ, რომ გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობიდან გადადგომის შესახებ რამდენიმე საათის წინ განაცხადა

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი