წყალტუბოში ახალი მაღაზია გახსნამდე გაქურდეს

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში, მაღაზია რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო, დილით გაქურდეს. "მთავარის" იმერეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევა  მაღაზიათა ქსელ "დეილის" ფილიალში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია თამბაქო და ალკოჰოლი.

როგორც "მთავარს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი