დაიწყო გინება, ბოთლების, ბასრი საგნების სროლა - სუპერმარკეტში ამბობენ, რომ თავდამსხმელი პროდუქტის უფასოდ გატანას ცდილობდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "სპარში", გუშინ, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცმა რომელიც, სავარაუდოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, ჯერ მოლარე ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მაღაზიაში მყოფ მომხმარებლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კაცი მაღაზიიდან პროდუქტის უფასოდ გატანას ცდილობდა. დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და ჩაამსხვრია მინები, შემდეგ კი ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.

"ბიჭი ახალგაზრდა გოგოს, რომელიც ერთ-ერთი კონსულტანტს საკმაოდ უხეშად ესაუბრებოდა, უყვიროდა. მიზეზი გახდა ის, რომ გოგო არ აძლევდა საშუალებას, გადახდის გარეშე გაეტანა ობიექტიდან პროდუქცია. პროდუქტები, რომელიც ჩალაგებული ჰქონდა ჩანთაში მოკიდა ხელი და გაიქცა და გარედან დაიწყო ამ ყველაფრის სროლა. მოვიდა პოლიცია გაქცევიდან ალბათ 10 წუთში დააკავეს",- ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.

მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც პროდუქტების გატანის უფლება არ მისცეს ახალგაზრდა კაცმა ბასრი საგნების სროლა დაიწყო. 

"კონსულტანტს დაძაბულად ესაუბრებოდა და ცდილობდა, სავაჭრო კალათში არსებული პროდუქცია გაეტანა გარეთ, რის საშუალებასაც არ აძლევდა კონსულტანტი. დაიწყო გინება, შეურაცხყოფა, ბოთლებისა და სხვადასხვა ბასრი საგნების სროლა, ჩვენი მისამართითაც უნდოდა, რომ დავეზარალებინეთ", - ამბობს თანამშრომელი.

აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი