ვნუკოვოს აეროპორტმა, 18 აპრილს მოსკოვი-თბილისის პირდაპირ ფრენაზე ცნობა წაშალა

გამოქვეყნდა:

ვნუკოვოს აეროპორტმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობა, რომ 18 აპრილიდან მოსკოვიდან თბილისში პირდაპირი რეისი შესრულდება, წაშალა

"რადიო თავისუფლების" ცნობით, მოსკოვი-თბილისის რეისის გამოჩენა აეროპორტში ტექნიკური გაუმართაობით ახსნეს.

როგორც აეროპორტის ვებგვერდზე ვკითხულობდით, პირდაპირ ფრენებს "ჯორჯიან ეირვეისი" შეასრულებდა. ამგვარი ინფორმაცია თავად "ჯორჯიან ეირვეისის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ იყო.

ინფორმაცია მოსკოვი-თბილისის რეისების შესრულების შესახებ "ჯორჯიან ეირვეისმა" განცხადებით უარყო. განცხადება გაავრცელა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც, რომელმაც დაწერა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. 

თავდაპირველად "მთავარ არხთან" საუბარში ინფორმაცია ვნუკოვოს აეროპორტმა დაადასტურა, სადაც მათ განაცხადეს, რომ ფრენის სურვილი სწორედ ქართულმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი