
თავდასხმა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე - რამდენიმე წუთის წინ, ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტს თავს რესპონდენტი დაესხა.
ქალი, რომელიც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლილე ლიპარტელიანის ოჯახის წევრს ცემაში ადანაშაულებდა, თავად გაუსწორდა ინტერვიუზე მისულ გადამღებ ჯგუფს და მიკროფონი წაართვა.
პოლიტიკოსის ოჯახის წევრი დღეს უბნის მაღაზიის გამყიდველ ქალზე ძალადობისთვის დააკავეს. ლილე ლიპარტელიანი რამდენიმე თვითმხილველთან ერთად ამტკიცებდა, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
ის დაკავებულია იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრია, იმიტომ რომ მე ვაქტიურობ პოლიტიკაში. იმიტომ რომ მე თუ რამე შემიძლია, ვიბრძვი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული პოლიტიკა დასრულდეს საქართველოში და დასრულდება აუცილებლად ოქტომბერში, - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.
მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" ჟურნალისტმა თავად დაზარალებულთან სცადა სიმართლის გარკვევა, სწორედ მაშინ დაესხა თავს რესპონდენტი და მიკროფონი წაართვა.