როდის შეძლებენ სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას, კონკრეტული დრო უცნობია. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაც.
"მთავარი არხი" ავიაკომპანია "მაივეი ერალაინსის" პილოტს ესაუბრა. მამუკა მარკოზაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი გზა, დატოვონ კონფლიქტის ზონა, საჰაერო რეისია.
თავშესაფრიდან, რომელიც ცხელი წერტილიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს, ვერ გადიან. არ იციან, რა მდგომარეობაშია თვითმფრინავიც, რადგან პირველი ლოკაცია, რომელიც გასამხედროებული ორგანიზაციის წევრებმა დაიკავეს, სწორედ აეროპორტი იყო.
მამუკა მარკოზაშვილთან ერთად სუდანშია კომპანიის კიდევ 12 თანამშრომელი. საერთო ჯამში კი შველას დაახლოებით 40-მდე ადამიანი ელის. ამ ეტაპზე არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მათ არ აქვთ ელექტროენერგია, უთავდებათ საკვები და მხოლოდ სამი დღის წყლის მარაგი აქვთ დარჩენილი.
იხილეთ ასევე: