BBC-ის ინფორმაციით, სუდანში, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებებს, 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს დედაქალაქ ხართუმთან არსებულ "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" ბაზაზე. დაღუპულია ათობით მებრძოლი, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ამასთან, დაშავებულია 600-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის ქართველებიც არიან. აღსანიშნავია, რომ მხარეები "გადაუდებელი ჰუმანიტარული მიზნებისთვის" სამი საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, კენიის, სამხრეთ სუდანისა და ჯიბუტის ლიდერები მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, ისინი სუდანში მედიაციისთვის უახლოეს მომავალში ჩასვლას გეგმავენ.
იხილეთ ასევე: