ოკუპირებულ ცხინვალში მკვლელობისთვის, "ვაგნერის" მებრძოლი და 2008 წლის ომის მონაწილე დააკავეს - მედია

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ ცხინვალში 38 წლის კაცის მკვლელობისთვის გეორგი სიუკაევი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ekho Kavkaza ავრცელებს. 

როგორც გამოცემა მედიაზე და Telegram არხებზე დაყრდნობით წერს, სიუკაევი "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა.

მან 38 წლის სოსლან ვალიევი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. კაცი ადგილობრივ საავადმყოფოში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 

როგორც Ekho Kavkaza წერს, სიუკაევი ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩავიდა. სიუკაევი "ვაგნერში" ციხიდან გაიწვიეს, სადაც ის მეთაურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. 

"სიუკაევი გეორგი "ვაგნერში" საპატიმროდან გაიწვიეს, სადაც ის სასჯელს იხდიდა მეთაურის მკვლელობისთვის, რომელიც მან 2014 წელს ჩაიდინა დონბასში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას, სადაც, სავარაუდოდ, მოხალისედ წავიდა სამხრეთ ოსეთიდან. მანამდე, როცა ის ძალიან ახალგაზრდა იყო, 2008 წლის ომშიც მიიღო მონაწილეობა," - ციტირებს Ekho Kavkaza Telegram-ის ერთ-ერთ გვერდს.

შეგახსენებთ, რომ "ვაგნერმა" პატიმრების უკრაინაში საბრძოლველად გაწვევა გასულ ზაფხულს დაიწყო. უცნობია თუ ზუსტად რამდენიმე მებრძოლის მობილიზება შეძლეს მათ ამ გზით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი