ქუჩების მორეცხვა რუსული ტექნიკით - მერიამ 10 КАМАЗ-ში 5 მილიონი გადაიხადა

გამოქვეყნდა:

თბილისის დასუფთავება რუსული ტექნიკით - ერთ კვირაში დედაქალაქის ქუჩები სისტემატურად მოირეცხება. 

თბილისის მერიას დაქვემდებარებულმა "თბილსერვისმა" რუსული კომპანიისგან 10 რუსული წარმოების ავტოსატრანსპორტო საშუალება КАМАЗ შეიძინა. 

თბილისის მერიამ ტექნიკისთვის რუსულ კომპანიას 5 მილიონამდე ლარი გადაუხადა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ გაუგებარია თუ რატომ დასჭირდა "თბილსერვის" ჯგუფს ხუთ მილიონამდე ლარის გადახდა რუსული ტექნიკისთვის, როცა შესაძლებელია, რომ სწორედ ამ ფასში, მსგავსი მახასიათებლების ევროპული ტექნიკა შემოეყვანათ ქვეყანაში. 

მათივე თქმით, თბილისის მერიას შეეძლო უარი ეთქვა რუსულ ტექნიკაზე და ტენდერის პირობებში დაეწესებინათ შეზღუდვა, რუსული ტექნიკის შეზღუდვაზე. 

"ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე, ზაზა ბიბილაშვილი კი ვარაუდობს, რომ ამ ტენდერში კორუფციული გარიგების საფუძველზე ჩატარდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი