თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ორშაბათიდან, 24 აპრილიდან თბილისში დაიწყება ქუჩების მორეცხვა, რასაც სისტემატური ხასიათი ექნება. მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია ამბობს, რომ 100-ზე მეტი ქუჩა, ყველა მნიშვნელოვანი გამზირი, პანდუსი და სხვა სივრცეები ყოველდღიურად მოირეცხება.
"ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან, ჩვენ, უკვე კარგი ამინდებია, შეგვიძლია დავიწყოთ აღნიშნული სამუშოების წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას, დასუფთავებას და ამას უნდა მიეცეს სისტემატური ხასიათი, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩები ირწყვებოდეს, სუფთავდებოდეს, მე მხედველობაში მაქვს საავტომობილო გზები, ქვეითად მოსიარულეები სადაც გადაადგილდებიან ტროტუარები, ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. მინდა დავავალო ჩემ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას ამ პროექტის განხორციელება", - თქვა კახი კალაძემ.
მერიაში ამბობენ, რომ მორეცხვის სამუშაოები ღამით 12:00 საათიდან დაიწყება და დილის რვის ნახევრამდე გაგრძელდება.