ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, სხვადასხვა პირზე, საქონლის შეძენისას გასაღებულ იქნა ჯამში 2 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა.

"გამოძიების პროცესში ერთ-ერთი ბრალდებულისაგან დამატებით ამოღებულ იქნა 1 800 ევროს ოდენობის 9-ცალი ყალბი კუპიურა და 1-ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი