"გასულ თვეში ხუთჯერაა გაძარცვული" - ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, მაღაზიები გატეხეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, უცნობმა პირებმა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, მაღაზიები გატეხეს. ასათიანის ქუჩაზე გატეხეს მაღაზია, რომელიც გასული თვის განმავლობაში ხუთჯერაა გაძარცვული. გამსახურდიას ქუჩაზე "მაგნიტის" ფილიალი გატეხეს, რომელიც სამჯერაა გაძარცვული. იგივე მაღაზიის ფილიალი გაქურდეს ავანგარდის დასახლებაშიც, სულხან საბას ქუჩაზე. 

"კარები იყო ღია, იყოს დაცვის პოლიცია. სიგარეტები ეყარა ძირს. რაც ვიცი დაახლოებით მესამე შემთხვევაა", - ამბობს "მაგნიტის" თანამშრომელი.

პოლიციამ მაღაზიების მენეჯერები უკვე გამოკითხა. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი