მკვლელობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში ნაჯახითაა ჩადენილი - აღდგომის ღამეს შვილმა მამა მოკლა. მან კაცს ბლაგვი საგნით დაზიანებები თავის არეში მძინარეს მიაყენა. სოფელში ყვებიან, რომ მამის მკვლელობაში ბრალდებულს, 22 წლის ახალგაზრდას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტებსაც იღებდა. მკვლელობას წინ მამა-შვილს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
მამაკაცი რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც მეზობლები დაინტერესდნენ, სად იყო 57 წლის კაცი, რაზეც შვილმა მათ უპასუხა, რომ მამა სახლიდან გავიდა და უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც აღარ უნახავს.
ამის შემდეგ, მეზობლებს ეჭვი გაუჩნდათ, სახლში შევიდნენ და კაცი საკუთარ საწოლში, მოკლული ნახეს. შვილმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა.