ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე სამ პოლიციელს წინასაწარი პატიმრობა შეეფერდა

გამოქვეყნდა:

ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე სამ პოლიციელს წინასაწარი პატიმრობა შეეფერდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაზარალებულის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე ადასტურებს. მისი თქმით, საქმეში მონაწილე მეოთხე პოლიციელი ამ დრომდე დადგენილი არაა.

საია 2017 წლიდან მოყოლებული იცავს ირაკლი ხოფერიას ინტერესებს, პირველი მომენტიდანვე იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ ყველა პიროვნება, რომელმაც იძალადა ამ ადამიანზე, რომლებიც აიძულებდნენ მას მიეცა ჩვენება და რომელთა გამოც, ეს პიროვნება გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პასუხისგებაში მიეცათ, - თქვა რევაზ აჭარაძე. 

ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციელებმა განყოფილებაში უსაფუძვლოდ გადაიყვანეს, შემდეგ კი აწამეს. ხოფერიას ინფორმაციით, პოლიცია მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდა, ემუქრებოდნენ და თან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოგვიანებით გაირკვა რომ მოქალაქე ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს. საქმის წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი