
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი სარფი-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება, - წერია უწყების განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.