ბრალდებულის თქმით, დაავადებები აქვს, სვამდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს - ახმეტაში მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ახმეტაში მომხდარი მკვლელობის გამო, 18 წლის ბაჩო ხაშმელაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულს პროკურატურა 71 წლის მეზობლის, ლალი ხარიტონაშვილის განზრახ მკვლელობას ედავება.

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულს განზრახვა არ ჰქონია. მისივე თქმით, დაკავებული იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. დაცვის მხარე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლას მოითხოვს.

"ბრალდებულს არ ახსოვს მომხდარი ფაქტები, ვერ იხსენებს დეტალებს, განაცხადა, რომ აქვს გარკვეული სახის დაავადებები, განაცხადა, რომ დედამისი იღებს ფსიქიატრიულ მედიკამენტებს, რასაც თვითონაც მოიხმარს ხოლმე. რამდენადაც ვიცი დედამისი აღრიცხვაზეა ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში, მე როგორც ადვოკატს, მაქვს ეჭვი, რომ შესაძლებელია მასაც ჰქონდეს რაიმე სახის დაავადება, ამ ნაწილში, რომ მან განზრახ მოკლა ადამიანი, თავი დამნაშავედ არ ცნო. აქ საქმე გვაქვს, შესაძლოა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებასთან", - თქვა ადვოკატმა, დავით ახალაურმა. 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ახმეტაში 17 აპრილს მოხდა. სადაო ბინის გამო წლების წინ დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, 18 წლის ახალგაზრდამ 71 წლის ქალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი